მარნეულში “ოცნებისა” და “სახელმწიფო ხალხისთვის” პარტიების წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს “ქართული ოცნებისა” და “სახელმწიფო ხალხისთვის” პარტიის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. როგორც “პირველ რადიოს” პაატა ბურჭულაძის პარტიიდან აცნობეს, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ დაინახეს, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა საარჩევნო ყუთში ბიულეტინები ჩაყარეს. სიტყვიერ დაპირისპირებას კი ფიზიკური მოჰყვა. დამატებითი ინფორმაცია ამ დროისათცვის უცნობია.

banner
წინა სტატიაში(video) ჩხოროწყუ ადმინისტრაციულ რესურსებს მასობრივად იყენებს
შემდეგი სტატიაეკა გიგაური: ნინოწმინდაში დამკვირვებელმა ამომრჩეველს ბიულეტენი წაართვა, შესაბამისი ნომერი შემოხაზა და ყუთში ჩაგდებას ცდილობდა