11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

მარნეულში ნარკოდანაშაულისთვის სომხეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1978 წელს დაბადებული კ.ს. დააკავეს.

სამართალდამცველებმა საკონტროლო გამშვებ პუნქტ „სადახლოს“ საავტომობილო ზონაში, ბრალდებულის პირადი შემოწმებისას, 34 აბი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშითბილისში პოლიციის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ბრალდებით 26 წლის პირი დააკავეს
შემდეგი სტატიათბილისში ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს