მარნეულის მუნიციპალიტეტში ნაძვის ხის ანთების ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 78 191 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ბიუჯეტიდან თანხა სხვადასხვა აქტივობებისთვისაა გამოყოფილი. დაგეგმილია: სცენის მოწყობა, განათება, მუსიკალური ჯგუფის მოწვევა, დეკორაციების განთავსება, წამყვანების დაქირავება და ა.შ..
საშობაო-საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიება 2025 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში გაიმართება.


















