მარნეულში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, მოტოციკლი რესტორან „ფაეტონში“ შევარდა. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 47 წლის კაცი დაიღუპა.
ინფორმაციას მომხდარის შესახებ ადგილობრივი გამოცემა MarneuliNews.ge ავრცელებს. ამ ეტაპზე სხვა დეტალები ან დაშავებულთა შესახებ დამატებითი ცნობები უცნობია.

















