მარნეულში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი „ქართული ოცნებიდან“, გიორგი თაბუკაშვილი, ამავე კომისიის წევრს ლაშა ქველაძეს, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, ძალადობაში ადანაშაულებს.

გიორგი თაბუკაშვილი აცხადებს, რომ ლაშა ქველაძე თავს იმ დროს დაესხა, როდესაც ის საოლქო კომისიის შენობას ტოვებდა და ფიზიკურად გაუსწორდა. ფაქტს კატეგორიულად უარყოფს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ლაშა ქველაძე აცხადებს, რომ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

გიორგი თაბუკაშვილმა, უკვე მიმართა სამართალდამცველებს. როგორც თავად აცხადებს, მას შესაბამიში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში„დღეს არსებული ნარკოპოლიტიკა ტოვებს შერჩევითი მართლმსაჯულების წინაპირობას” – სულხან სალაძე
შემდეგი სტატია,,ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე წვრთნები პირველ რიგში, ძალის დემონსტრირების პოლიტიკაა”