მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა

მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, ის თბილისში, სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოჰყავთ.

„ვნახავთ, გამოვიკვლევთ და გეტყვით ყველაფერს. აპარატზეა შეერთებული, ერთადერთი ეს ვიცი ამ დროისთვის. ყველაზე მძიმეა ქვეყანაში“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ქალაქ მარნეულში და ამ ქალაქში მდებარე სამედიცინო ცენტრ „ჯეო ჰოსპიტალსში“ ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ისინი იმ კონტაქტების დადგენას ცდილობენ, ვისთანაც ბოლო დღეებში მარნეულში ინფიცირებულ ქალს შეხება ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, თვითიზოლაციაში არის რამდენიმე ექიმი, რომელთაც შეხება ჰქონდათ პაციენტთან.

დღეს გახდა ცნობილი, რომ შუახნის ქალი, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდგინდა, მარნეულიდან იყო. პაციენტი ორმხრივი პნევმონიით ოთხი დღის წინ მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მოათავსეს.

წყარო: პირველი არხი

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: დღეს მქონდა კომუნიკაცია პაოლო მალდინისთან და თავს უკეთ გრძნობს
შემდეგი სტატიასხვადასხვა ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა ეტაპობრივად უნდა მოხდეს