მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირებული ქალი თბილისში გადმოიყვანეს

მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირებული ქალი თბილისში გადმოიყვანეს. პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. 62 წლის ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 54 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან სამი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.

banner
წინა სტატიაშიმარინა გვაზავა: კლინიკაში მყოფ რვა პაციენტზე კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი უარყოფითია
შემდეგი სტატიაქუთაისის ინფექციურში 5 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა