მარნეულში ხმის მიცემის პროცესი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს

მარნეულში, სადაც 8 ოქტომბერი ყველაზე ხმაურიანი იყო, არჩევნები დღეს მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამ დროისთვის, 36-ე ოლქში პირველ ამომრჩეველს ელოდებიან.

მარნეულში მეორე ტური, 36-ე ოლქის 46-ე უბანზე იმართება, სადაც დაახლოებით 45 ათასზე მეტ ამომრჩეველს ელოდებიან.

მარნეულის 36-ე ოლქში ერთმანეთს ორი კანდიდატი, ქართული ოცნებიდან თამაზ ნავერიანი და ნაციონალური მოძრაობიდან ახმედ იმამკულიევი უპირისპირდებიან.

მეორე ტურის დანიშვნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც განმეორებითი კენჭისყრის შედეგად კანდიდატებიდან ვერცერთმა – ვერც ნაციონალური მოძრაობიდან აჰმედ იმამკულიევმა და ვერც ქართული ოცნებიდან თამაზ ნავერიანმა – 50 %-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

banner
წინა სტატიაშიცენტრალური საარჩევნო კომისია საგანგებო რეჟიმში მუშაობს
შემდეგი სტატიაცესკომ პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა