მარნეულში, ქუჩაში მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას marneulinews ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, დაახლოებით 65 წლის კაცი ქუჩაში მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მარნეულში ბაზრის უკან ტერიტორიაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით გარდაცვლილი მარნეულის მკვიდრია.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.


















