მარნეულში კაცი ბოძზე მიაბეს და მშობლების მისვლამდე ამ მდგომარეობაში დატოვეს

region
ავტ.: region ივლისი 21, 2020 16:56

მარნეულში კაცი ბოძზე მიაბეს და მშობლების მისვლამდე ამ მდგომარეობაში დატოვეს

მარნეულში, სოფელ კაპანახჩში კაცი ბოძზე მიაბეს და მშობლების მისვლამდე ამ მდგომარეობაში დატოვეს.

რადიო მარნეულის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, კაცს დაოჯახებულ ქალთან ჰქონდა სექსუალური კავშირი, რასაც ქალის მამამთილი შეესწრო. ამის შემდეგ კაცი გაკოჭეს და შურისძიების მიზნით ბოძზე მიაბეს.

ადგილობრივები რადიო მარნეულთან ასევე ყვებიან, რომ კაცი ბოძზე მიბმული მისი მშობლების მოსვლამდე იყო. ქალის მამამთილს კი გული გაუსკდა.

მათივე ცნობით, მომხდარის შემდეგ კაცმა პოლიციაში იჩივლა და 8 ადამიანი განყოფილებაში გადაიყვანეს. 20 ივლისს მათი გათავისუფლების მოთხოვნით სოფელში აქცია გაიმართა.

“გარდაცვლილმა არ დაუშვა რომ ძალადობა მომხდარიყო და თვითონ შეეწირა ამბავს. ბიჭზე არავის უძალადია, არ მოკლეს, არ სცემეს, ელოდებოდნენ მისი მშობლები როდის მოვიდოდნენ. ექსპერტები აქ არიან და გამოიძიონ”.- უთხრა გარდაცვლილი კაცის ნათესავმა რადიო მარნეულს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება 21 ივლისს გაავრცელა, სადაც ნათქვამია რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში მცხოვრები 4 პირი, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მცხოვრებ 1996 წელს დაბადებულ ი.მ.-ს, შურისძიების მოტივით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. კერძოდ, იგი იძულებით ჩასვეს ავტომობილში, წაიყვანეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში, ერთერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ, ბრალდებულებმა ი.მ. სოფლის ცენტრალურ მოედანზე გამოიყვანეს და იქაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს”. – წერია შსს-ს მიერ გავცელებულ განცხადებაში.

წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

region
ავტ.: region ივლისი 21, 2020 16:56

Google სტატისტიკა


3,257
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics