მარნეულში „ჯეოჰოსპიტალსის“ ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

მარნეულში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, „ჯეოჰოსპიტალსის“ ექთანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

კლინიკაში პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან ცოტა ხნის წინ მიიღეს.

როგორც „ჯეოჰოსპიტალსის“ ექიმები განმარტავენ, კოვიდინფიცირებული ექთნის კონტაქტები დადგენილია.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 370 დადასტურებული შემთხვევაა.

banner
წინა სტატიაში13 სასულიერო პირი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე დროებით უარს ამბობს
შემდეგი სტატიაბათუმში ყველა მუნიციპალური სასაფლაო დღეიდან ათი დღით დაიკეტა