მარნეულში ღია აგრარული ბაზარი გაიხსნა

მარნეულის მუნიციპალიტეტში ღია აგრარული ბაზარი გაიხსნა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მარნეულის ზედამხედველობის სამსახური. ისინი მოქალაქეთა დისტანცირებას უზრუნველყოფენ.

ყველა, ვინც აგრარულ ბაზარში შედის, თავდაპირველად შემოწმებას გადის. თითოეულ ავტომობილს უტარდება დეზინფექცია, მოქალაქეებს კი პირბადეებსა და ხელთათმანებს ურიგებენ.

ადგილზე დილის 07:00 საათიდან იმყოფება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, რომელიც პირადად აკონტროლებს ვითარებას.

მარნეულის აგრარულ ბაზარში იმყოფება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი. მისი განცხადებით, ბაზარი აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რასაც ითხოვს სურსათის ეროვნული სააგენტო.

banner
წინა სტატიაშიპირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა , სულ 496 შემთხვევაა დადასტურებული