32.9 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

მარნეულში ძალადობის ბრალდებით 31 წლის კაცი დააკავეს

მარნეულში ძალადობის ბრალდებით 31 წლის კაცი დააკავეს.

შსს-ში დაშავებული 31 წლის კაცის ოჯახის განცხადებას, რომ მას გაზის იარაღით ესროლეს, არ ადასტურებს. თუმცა, მათი თქმით, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ჯანდარის დასახლებაში ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდა კაცს ჯერ სცემეს, შემდეგ კი გაზის იარაღით გასროლის შედეგად პირში დაჭრეს:

“გარეთ რომ გავედი, დავინახე, ჩემი შვილი მიწაზე ეგდო. როცა გადმოვაბრუნე, ვკითხე: „რა მოხდა, შვილო?“ მიპასუხა: „დედა, ასადი მკლავდაო.“ ასევე მითხრა, რომ ასადმა პნევმატიკური იარაღი პირში მიადო და გაისროლა” – თქვა ახალგაზრდა კაცის დედამ Marneulinews-თან საუბრისას.

banner
წინა სტატიაში„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ სტრასბურგში ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის საქმეზე საჩივარი გაგზავნა
შემდეგი სტატიამედია: ქუთაისელი ქალი პატრულისა და მისი მეგობრის თაღლითობის მსხვერპლი გახდა