მარნეულში დღეს მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა.
შემთხვევა დღეს სოფელ ცოფში მოხდა, რომლის შედეგადაც 1 პირი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. მედიის ცნობით, დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს
წყარო: MarneuliNews. ge

















