მარნეულში დედამ შვილი დაჭრა

მარნეულში დედამ შვილი დაჭრა. 30 წლის წლის ნაირა ახუნდლოვას დედამ ჭრილობები ყელისა და გულ-მკერდის არეში მიაყენა.

დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, მას გადაუდებელი ოპოერაცია ჩაუტარდა. მკურნალი ექიმის განმარტებით, პაციენტს ყელისა და გულმკერდის არეში ცივი იარაღით სამი შემავალი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

რა გახდა დედა-შვილს შორის დაპირისპირების ზუსტი მიზეზი, ცნობილი არ არის. ერთ-ერთი ვერსიით, ოჯახში მშობელსა და შვილს შორის კონფლიქტი ხშირად ხდებოდა. მეზობლები ამბობენ, რომ დედა შვილს კატეგორიულად სთხოვდა, მეუღლეს არ გაშორებოდა.

„შვილის საქციელი დედას არ მოსწონდა და ყოველთვის აფრთხილებდა, როგორც ჩანს, ვეღარ მოითმინა და ასე დასაჯეს. ქმარიც ჰყავს ამ გოგოს, დედამისი ცდილობდა, რომ ოჯახი არ დაენგრია და მოუწოდებდა გონს მოსულიყო,“- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შს სამინისტროს საქმეს ოჯახური ძალადობის მუხლით იძიებს. დანაშაულში ბრალდებული ქალი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს, მას სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიჰერალდიკის საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, ავტომანქანებსა და სახლის სახურავებზე ხვალ სახელმწიფო დროშები აღმართონ ან დროშა ფანჯრიდან გადმოფინონ
შემდეგი სტატიათბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს