მარნეულში დაპირისპირების შედეგად პოლიციელი დაშავდა

მარნეულში დაპირისპირების შედეგად პოლიციელი დაშავდა- ეს განცხადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. ანა ნაცვლიშვილი მარნეულში 48-ე საარჩევნო უბანის დარბევის ფაქტს გამოეხმაურა. საია მოუწოდებს მმართველ გუნდს მოახდინონ შესაბამისი რეაგირება არსებულ ვითარებაზე.

ნაცვლიშვილის განცხადებით, ადგილზე მოძალადე მოქალაქეების რაოდენობა აღემატება სამართალდამცველების რაოდენობას. საია მიმართავს შს სამინისტროს გააგზავნოს სამართალ დამცველების ადეკვატური რაოდენობა დაპირისპირების ადგილზე.

შეგახსენებთ, რომ უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია ამ წუთებში მარნეულში, სადაც 48-ე საარჩევნო უბანს არბევენ. შეტევა საარჩევნო უბანზე ამ წუთებში მიმდინარეობს. ისვრიან ქვებს, მიმდინარეობს ხელჩართული ჩხუბი, იყენებენ ხელკეტებს.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება ასეთ ქმედებებს მიმართავს მაშინ, როცა არჩევნებს აგებს – დავით ჯანდიერი მარნეულში მიმდინარე მოვლენებზე
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მიმართავს, მარნეულში შეინარჩუნოს მშვიდობა