მარნეულში დახოცილი პირუტყვი დაიმარხა – სურსათის სააგენტო

სურსათის სააგენტო​ს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში დახოცილი მსხვილფეხა პირუტყვი სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, ვეტერინარული წესების დაცვით დაიმარხა და აღნიშნული ხორცის სარეალიზაციო ბაზარზე მოხვედრა გამორიცხულია

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში პირუტყვის დაცემის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა გუშინვე დაიწყო. პირველადი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მეპატრონემ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი „კრეოლინის“ ხსნარით დაბანა, რომელიც ტკიპებისა და მწერების საწინააღმდეგოდ გამოიყენება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში დაახლოებით 54 სული მსხვილფეხა პირუტყვის ერთდროულად დაცემის ფაქტი დაფიქსირდა. თუმცა იმ ოჯახის ინფორმაციით, რომელთა ფერმაშიც მასობრივად დაეცა პირუტყვი, სულ დახოცილია 130 ძროხა.

banner
წინა სტატიაშიხაშურში ქალის მკვლელობისთვის შსს-მ ქმარი დააკავა
შემდეგი სტატიაუვიზო მიმოსვლის შეჩერების შესაძლებლობა არსებობს – საფრანგეთის შს მინისტრი