მარნეულში დაკარგული ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

28 წლის ჯავიდ ალიევი, რომელსაც ოჯახი 3 დღის განმავლობაში ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს.

ახალგაზრდა კაცი, დმანისის სოფელ იფნარის მკვიდრია, მარნეულში კი მიკროავტობუსის მძღოლად მუშაობდა. დაკარგული ბიჭის ცხედარი, დღეს, 21 სექტემბერს, დილით, მარნეულში, მდინარე ალგეთის პირას იპოვეს.

ალიევის ახლობლები ამბობენ, რომ ბიჭი მოკლულია, თუმცა რა გახდა მკვლელობის მიზეზი, მათთვის უცნობია.

banner
წინა სტატიაშისაბინე მახლი – გაერო ცდილობს, წინსვლისთვის საქართველოს ყველა მიმართულებით დაეხმაროს
შემდეგი სტატიამარნეულში მკვლელობის ახალი დეტალები – დაკავებულია სამი პირი