მარნეულში ბავშვებიც კი შეიარაღებულები დადიან – სამირა ბაირამოვა

სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა წერს, რომ მარნეულში მორიგი შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც კაცი დაჭრეს.

ინციდენტის შედეგად დაშავდნენ ასევე ქალი და ბავშვი, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც ბაირამოვა წერს, მსგავსი ფაქტები მარნეულში ძალიან ხშირია.

მისი თქმით, თავად მმართველი პარტიის რეგიონულ ორგანიზაციაში რამდენიმე, ერთმანეთთან დაპირისპირებული კლანი არსებობს, რომლებიც ძალაუფლებისთვის და გავლენის მოპოვებისთვის იბრძვიან.

სამირა ბაირამოვას თქმით, მარნეულში უამრავი ადამიანი დადის ცეცხლსასროლი იარაღით და მათ შორს ბავშვებიც არიან.

banner
წინა სტატიაშირუსეთის სტრატეგიულ ავიაციას იმაზე დიდი ჯოჯოხეთი დაატყდა თავს, ვიდრე აქამდე დასტურდებოდა – ექსპერტები
შემდეგი სტატიაპუტინმა თქვა, რომ იძულებული იქნება, უკრაინას პასუხი გასცეს – ტრამპი