მარნეულში ავტოავარიას ქვეითად მოსიარულე ქალი ემსხვერპლა

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე დაიღუპა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში“უნგრეთი ევროკავშირს არასდროს დატოვებს, თუმცა მისი რეფორმირება სურს” – უნგრეთის პრემიერი
შემდეგი სტატიამაკა ბოჭორიშვილი ისრაელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება