7.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 10, 2026
banner

მარნეულში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე, შსს-მ ბრალდებული დააკავა მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული ა.ა. არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს 2009 წელს დაბადებულ ნ.რ.-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა ჭრილობები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ნ.რ. საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ა. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშითამო კეშელავა: ჩემი გული დღეს საბას ზუგდიდშია-ზუგდიდში და საბასთვის იფეთქებს მხოლოდ ჩემი გული
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: დედა რომ გარდაიცვლება და დარდი თან მიაქვს სრულიად უმიზეზოდ და უდანაშაულოდ დაპატიმრებული შვილისა