მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი ხორცის მაღაზიაში დაჭრეს – ინფორმაციას ადგილობრივი მედია 24News.ge ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ვითარებაში მოხდა ინციდენტი.
გამოცემის ცნობით, ამჟამად ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოღობილი. მიმდინარეობს გამოძიება.

















