მარნეულში, 69-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გაყალბების მუხლით დაიწყო.
შსს – ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 164³ მუხლით დაიწყო, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს.
მარნეულში 69-ე საარჩევნო უბანი ცოტა ხნის წინ დაიხურა და ხმის მიცემა შეწყდა. საქმე ეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც სადაც ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში.
ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მარნეულის საარჩევნო კომისიას მოსთხოვა, რომ 69-ე უბანთან დაკავშირებით სხდომა მოეწვიათ და შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღოთ. ასევე, მან შსს-ს მიმართა, შესაბამისი პროცედურები სწრაფად განახორციელონ.