11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

მარნეულში 47 წლის მამაკაცი დანით დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1977 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით – 1979 წელს დაბადებულს ს.ჯ.-ს ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ.ა. ბრალდებულის სახით  დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი  – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშივაშაძე: ჩავრთე ტელევიზორი და გამოაცხადეს, რომ 15-წლიანი მუხლით მემუქრებიან
შემდეგი სტატიატროტუარზე დგომის გამო დიმიტრი ჯამბურიას 4-დღიანი პატიმრობა შეეფარდა