მარნეულში 303 მოქალაქე გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია

მარნეულის მუნიციპალიტეტში აღებული 303 ტესტიდან ყველა უარყოფითია. ამის შესახებ  მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს.

მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომლებისთვის, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ მოქალაქეებთან და რისკჯგუფში შედიან, პისიარტესტირება გუშინ დაიწყო და სავარაუდოდ დღესაც გაგრძელდება.

რაც შეეხება მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკას, აქ სულ ხუთ ადამიანს აუღეს ბიოლოგიური მასალა, ნიმუშები ასევე ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და ტესტების პასუხებს დღის განმავლობაში ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია
შემდეგი სტატიამაკა სოლოღაშვილი : ბოჭორიშვილის კლინიკაში 68 კოვიდინფიცირებულიდან ცხრა პაციენტი საყურადღებოა