13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

მარნეულში 3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მცირეწლოვანი ბავშვი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევა 11 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა. ადგილობრივების დახმარებით, 3 წლამდე ასაკის ბავშვი სასწრაფოდ „ავერსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას “მარნეული ნიუსი” ავრცელებს.

კლინიკა „ავერსის“ ინფორმაციით, მცირეწლოვანს თავის არეში მიღებული აქვს ტრავმა, ასევე აღენიშნება გულმკერდისა და ფილტვების დაზიანებები. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც მის თბილისის სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანას გეგმავენ.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: ბარამიძემ უპასუხისმგებლო კომენტარი გააკეთა, რაც მკაცრ პოლიტიკურ შეფასებას იმსახურებდა და არა სისხლისსამართლებრივ დევნას
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩო: 2001 წლის 11 სექტემბერი ტრაგედიაა, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ამერიკა