მარნეულის სამშობიაროში 13 წლის მოზარდმა ტყუპები გააჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“წყაროს ცნობით, ერთ-ერთი ახალშობილი გვიან ღამით გარდაიცვალა, ხოლო მეორე ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა”,_ წერს სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში.
შემთხვევის შესახებ დამატებითი ოფიციალური დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

















