მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში 8 050 მოქალაქე გამოიკვლიეს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინის გამოცხადების შემდეგ, 8 050 მოქალაქე გამოიკვლიეს.  გამყრელიძე თქმით, საავადმყოფო, სადაც COVID-19-ით ინფიცირებული ქალი იწვა, ე.წ. ცხელებით მიმდინარე დაავადებათა ცენტრად გადაკეთდა.

„დადიან ექიმები, სოფლის ექიმები და სოფლის რწმუნებული და მათთან ერთად საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი. ისინი კარდაკარა ჩამოვლის გზით ეკითხებიან და დისტანციურად უზომავენ სიცხეს მოქალაქეებს და დღემდე რაც მაქვს ინფორმაცია 8050 ადამიანია გამოკვლეული ამ ტიპით“, – ამბობს გამყრელიძე.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ხუთ შესასვლელს აკონტროლებენ
შემდეგი სტატიაჩეხეთიდან მოწოდებული ინფორმაცია, საქართველსოს საელჩოს კონკრეტული საქმიანობის თაობაზე