მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის ინციდენტი მოხდა

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ხმაური იყო. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, მოქმედ დეპუტატ აზერ სულეიმანოვსა და და „ქართული ოცნების“ შტაბის უფროს ამირან გიორგაძეს შორის.

ინციდენტი სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ მალევე განიმუხტა. მანამდე, კიდევ ერთი ინციდენტი საოლქო კომისიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. საოლქო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ადამიანთა ჯგუფი კომისიის შენობაში შეჭრას ცდილობდა და მათ მუშაობას ხელს უშლიდა, შემდეგ კი, კომისიის ერთ წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები ამბობენ, რომ საოლქოსთან პროტესტის ნიშნად შეიკრიბნენ. აზერ სულეიმანოვის განმარტებით, საოლქომ პირველი სხდომა ჩაატარა და უბნების თავმჯდომარეები, ასევე მოადგილეები გუშინ მათგან უჩუმრად აირჩია. ამიტომ, დღეს პროტესტი გამოხატეს. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ინციდენტის პროვოცირებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ინციდენტში მონაწილე პირებს სამართალდამცველები კითხავენ. საოლქო საარჩევნო კომისიის შენობას პოლიცია იცავს.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიგანცხადება საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობებთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე: გლობალურიპანდემიის პირობებში, ბრიუსელში საქართველოს მაღალი დონის ვიზიტი კიდევ ერთხელადასტურებს ჩვენს განსაკუთრებულ პარტნიორობას