მარნეულის რამდენიმე საარჩევნო უბანთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

მარნეულის რამდენიმე საარჩევნო უბანთან საპატრულო პოლიცია და სამართალდამცველები არიან ამ წუთებში მობილიზებული. ქუჩებში კი აქტივისტები არიან გამოსული.

58-ე უბანთან ძალოვანების მობილიზების მიზეზი უცნობია. უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ადგილობრივებიც, თუმცა მათ უკვე დატოვეს ტერიტორია.

საარჩევნო უბანთან ორი კონტრაქცია მიმდინარეობდა. შეკრებილების ნაწილი მხარს უჭერდნენ „ევროპული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატს აჰმედ იმამყულიევს, მეორე ნაწილი კი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს აქციას მართავდნენ. შეძახილებისა და მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა აქცია საარჩევნო უბანთან.

აქციის პარალელურად მიმდინარეობდა ხმის დათვლის პროცესი. რამდენიმე პირს, რომელიც საარჩევნო უბნიდან გამოვიდა არ ჰქონდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული აკრედიტაცია.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ერთ-ერთმა მათგანი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.

რაც შეეხება 13-ე საარჩევნო უბანს, სადაც ასევე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის გამოძახება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მცირე ინციდენტი მოხდა.

banner
წინა სტატიაშიდათა შელიამ ანაკლია მოიგო
შემდეგი სტატიაეს არის „ქართული ოცნების” ბოლო არჩევნები