მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთის მოსახლეობას ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებს

მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთის მოსახლეობას ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებს. ერთ წელზე მეტია ალგეთი წყლის გარეშე ცხოვრობს. სასმელი წყალი სოფლის მხოლოდ ნახევარ მოსახლეობას აქვს და ისიც გრაფიკით. დღემდე უპასუხოდ არის დარჩენილი პრემიერის სახელზე გაგზავნილი წერილიც. ევროპული საქართველოს ლიდერმა დავით ბაქრაძემ ადგილობრივების წუხილი მარნეულის მერობის კანდიდატთან ერთად მოისმინა. დავით ბაქრაძის განცხადებით ‘’ვროპული საქართველო ‘’ ოფიციალურად მიმართავს ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის მინისტრებს,მაგრამ პრობლემების გლობალურად გადაჭრისთვის უმაქნისი მთავრობის ხელისუფლებიდან მშვიდობიანად ჩამოცილებაა .
დავით ბაქრაძის განცხადებით : – ’’ ჩვენი ამოცანაა პირველ რიგში და ამ კონკრეტულ რაიონთან დაკავშირებით ,აუცილებლად ‘’ევროპული საქართველო’’ ამ თემაზე მივამართავთ ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნობის მინისტრებს და მოვითხოვთ,მათი წყლის პრობლემის მოგვარებას, მაგრამ პრობლემა უფრო დიდია და ამ პრობლემიდან გამოსავალი არის მხოლოდ ერთი, სახლში გავისტუმროთ უმაქნისი ხელისუფლება,რომელსაც არ ესმის ხალხის პრობლემები და არაფერს არ აკეთებს ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად. გამოვიყენოთ ნებისმიერი არჩევნები მთავრობისთვის ჩვენი ძალის საჩვენებლად , უმაქნისი ’’ქართული ოცნების’’ სახლში გასაშვებად და იმისთვის რომ ცხოვრება წავიდეს წინ და პრობლემები მოგვარდეს.’’ – განაცხადა დავით ბაქრაძემ

banner
წინა სტატიაშილონდონში მიგდებული სახლი ჯაშუშების ბაზა აღმოჩნდა
შემდეგი სტატიამარტვილის საკრებულოს „ოცნების“ თავმჯდომარე ძმის ბედს გაიზირებს?