15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქალაქეს მიწას იძულებით ჩამოართმევენ

მარნეულის მუნიციპალიტეტში ერთ მოქალაქეს მიწას იძულებით ჩამოართმევენ. ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, ექსპროპრიაცია განხორციელდება სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 1550 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილზე, კერძოდ, 184 კვ.მ-ზე.

ამასთანავე, იძულებითი ჩამოერთმევა მოქალაქეს ამავე მიწის ნაკვეთზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავები და ერთწლიანი კულტურები.

სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი ექცევა რუსთავი – წითელი ხიდის და რუსთავი – სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 3 და ლოტი 4) მშენებლობის ზემოქმედების არეალში.

დოკუმენტების მიხედვით, საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და მესაკუთრეს შორის გამოსყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ვერ შედგა, რის შემდეგაც ეკონომიკის სამინისტრომ დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება მიანიჭა.

banner
წინა სტატიაშირამდენით გაიზარდა ირანის ომის გამო შორ მანძილზე ფრენების ღირებულება
შემდეგი სტატიაპროკურატურამ მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარუდგინა