მარნეულის მოსახლეობა ბოლშევიკი რევოლუციონერის, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღებას აპროტესტებ

მარნეულის მოსახლეობა ბოლშევიკი რევოლუციონერის, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღებას აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, თავის დროზე ნარიმანოვმა დიდი წვლილი შეიტანა ორი ერის დაახლოებაში და ძეგლის აღება ახლა შეცდომა იქნება.

მოსახლეობისთვის მიუღებელია კულტურის სახლისთვის სახელწოდების შეცვლაც, რომელიც ასევე ნარიმანოვის სახელობისაა.

„ჩვენ 85%-ზე მეტი აზერბაიჯანელები ვართ ამ მარნეულში და ამიტომ ჩვენი თხოვნა არის, პირიქით, კულტურის სახლი ნარიმან ნარიმანოვის სახელზე უნდა იყოს და ეს სკვერი,“ – განაცხადა სრულიად მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხმა, მირთაღი ასადოვმა.

banner
წინა სტატიაში“გალერის” თანამშრომელს, რომელსაც ნარკოტიკების რეალიზაციას ედავებიან, 8 წლიანი პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიაირაკლი ლექვინაძე – საპენსიო რეფორმის შესახებ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მეტი სიცხადეა საჭირო