მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის ადვოკატი სასამართლოს საქმის ობიექტურად შეფასებას თხოვს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 3, 2018 19:46

მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის ადვოკატი სასამართლოს საქმის ობიექტურად შეფასებას თხოვს

მნიშვნელოვანი

  • როგორც გაგი მოსიაშვილმა აცხადებს, ბრალდება მხოლოდ ერთი მოწმის, დაზარალებულის ჩვენებაზეა აგებული და დაზარალებულის ჩვენება, საქმეში არსებულ სხვადასხვა მტკიცებულებებთან შეუსაბამობაშია. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარეს ამ ყველაფრის დამადასტურებელი მტკიცებულებები გააჩნია.

სხვა სტატიები

მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობს და სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის ობიექტური განხილვისკენ მოუწოდებს. ადვოკატი აბაზოვის საქმეზე 4 სექტემბერს პრესკონფერენციას გამართავს და საქმის სხვადასხვა გარემოებებზე ისაუბრებს.

როგორც გაგი მოსიაშვილმა აცხადებს, ბრალდება მხოლოდ ერთი მოწმის, დაზარალებულის ჩვენებაზეა აგებული და დაზარალებულის ჩვენება, საქმეში არსებულ სხვადასხვა მტკიცებულებებთან შეუსაბამობაშია. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარეს ამ ყველაფრის დამადასტურებელი მტკიცებულებები გააჩნია.

„დაზარალებულის ჩვენება ურთიერთგამომრიცხავი და აბსურდულია, რასაც ჩვენ სხვადასხვა მტკიცებულებებითვადასტურებთ, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნით. მაგალითად, დაზარალებული იძახის, რომ თემურ აბაზოვმა მისცა მას ჭიქა, სადაც მოშარდვა აიძულა. ჩვენ ჩავატარეთ ექსპერტიზა, ავიღეთ ჭიქიდან ანაბეჭდები და აღმოჩნდა, რომ აბაზოვის კვალი, არც დნმ-ი და არც დაქტილოსკოპიური კვალი არ არის ჭიქაზე. აქედან გამომდინარე ჩვენ მივმართავთ სასამართლოს, საქმე ობიექტურად შეაფასოს. სხვა დეტალებზე უკვე პრესკონფერენციაზე ვისაუბრებთ“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 3, 2018 19:46