მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი განაცდურ ხელფასს ითხოვს

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი მარნეულის მერიისგან განაცდური ხელფასის აღებას ითხოვს, რომელიც 32 000 ლარს შეადგენს. აბაზოვის განცხადება ცნობის სახით მარნეულის საკრებულოს სხდომაზე დღეს მიიღეს.

ინფორმაციას მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძემ ადასტურებს. ტაბატაძე აცხადებს, რომ განცხადებას საკრებულო მერიას ხვალ გადაუგზავნის, რის შემდეგაც, შესაბამისი სამსახურები მის განხილვას დაიწყებენ. თუ ჩაითვლება, რომ აბაზოვის მოთხოვნა კანონიერია, მას ამ მოთხოვნას დაუკმაყოფილებენ.

თემურ აბაზოვი ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დააკავეს. შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ, სასამართლომ თემურ აბაზოვი გასული წლის 13 დეკემბერს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. წელს, 12 თებერვალს მარნეულის საკრებულომ აბაზოვს უფლებამოსილება შეუწყვიტა. საქმეზე სასამართლო პროცესები ამ დრომდე გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიქეთევან ციხელაშვილი – ოპოზიციას და ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ ტრაგედიებით ნუ ვისპეკულირებთ
შემდეგი სტატია,,ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების თემასთან დაკავშირებით, სალომე სამადაშვილისგან საყვედურსა და ხელის გამოშვერას ვერ მივიღებ”