მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსში“ ორ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში ორ პაციენტს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პაციენტებს დღეს თბილისის ერთ-ერთ სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანენ.

როგორც მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსში“ საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ერთი პაციენტი, რომელსაც „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, თბილისიდან არის, მეორე კი თეთრიწყაროდან.

მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში სულ 12 პაციენტის ნიმუში იყო გაგზავნილი. 10 ტესტის პასუხი უარყოფითია.

საქართველოში ამ დროისთვის ლაბორატორიულად ახალი კორონავირუსის 511 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 156 გამოჯანმრთელდა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსი დაუდასტურდა წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს
შემდეგი სტატიაპირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება, უახლოეს მომავალში კი საავადმყოფო შესაძლოა, 16-მა პირმა დატოვოს