მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი თხუთმეტივე ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკიდან გაგზავნილი თხუთმეტივე ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

როგორც საქართველოს პირველ არხს კლინიკაში განუცხადეს, 15-დან სამი პაციენტი იყო, 12 კი კლინიკის თანამშრომელი. არც ერთ მათგანს „კოვიდ 19“ არ დაუდასტურდა.

ამ დროისთვის მარნეულის მუნიციპალიტეტში ლუგარის ლაბორატორიიდან 370-მდე ტესტის პასუხს ელოდებიან. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც საჯარო სივრცეებში მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან “თერმოსკრინინგს” ატარებს
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია