მარნეულის გარდა, ტესტებს გამოვიყენებთ ყველა სხვა სამიზნე ჯგუფში

მარნეულის გარდა, ტესტებს გამოვიყენებთ ყველა სხვა სამიზნე ჯგუფში, ვიდრე ტესტების რაოდენობა ამის საშუალებას მოგვცემს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პირველი რიგის ტესტირება შეეხებათ მაღალი რისკის ჯგუფებსა და სიმპტომურ პაციენტებს.

„სიმპტომების გარეშე ტესტის გამოყენება არ მოხდება. ეს კვლავაც არის ცენტრალური მექანიზმი ხარისხის უზრუნველყოფისა და ტესტირების. ესე გაგრძელდება გარკვეული პერიოდი. ეს არის პისიარ ტესტი, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი სარწმუნოება. ისევ გრძელდება ცენტრალიზებული მექანიზმით ამ ტესტების გამოყენება. შესაბამისად, აქ ხარისხის კონტროლი და გამოსავლების სარწმუნოება არის ძალიან მაღალი. საათნახევარი-ორი საათი სჭირდება თვითონ ტესტის წარმოებას, გარკვეული დრო დასჭირდება და პასუხი იქნება უფრო სწრაფად, ვიდრე იყო ჩვეულებრივი პისიარის შემთხვევაში.

მარნეულის გარდა ამ ტესტებს გამოვიყენებთ ყველა სხვა სამიზნე ჯგუფში, ვიდრე ტესტის რაოდენობა ამის საშუალებას მოგვცემს. შემდეგ ტესტის შევსებას ველოდებით. შემდეგი სამიზნე ჩვენთვის უკვე იქნება ის კლინიკები, სადაც ხვდებიან პაციენტები უკვე სიცხით, იმისთვის, რომ არ გამოგვეპაროს ცხელება, გარდა იმისა, რომ უკვე საზღვრებიდან მოგვყავს პაციენტები. დღეს იქნება შეხვედრა ალგორითმის დასრულებაზე კლინიკურ ჯგუფში და ლაბორატორიის ექსპერტებში, ხვალიდან კი, უკვე ეს გამოქვეყნდება. არავითარი დრამატული ცვლილებები ამ ალგორითმში მოსალოდნელი არ არის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტესტების პირველი პარტია – 1000 ტესტი ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მარნეულში გუშინ ჩაიტანა.

banner
წინა სტატიაშირესპუბლიკური საავადმყოფოს 15 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიავენიდან სამშობლოში საქართველოს 180 მოქალაქე ბრუნდება