მარნეულის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა თანამდებობა დატოვა

თოფჩიშვილმა განთავისუფლების შესახებ განცხადება პარასკევს 11 აგვისტოს დაწერა, საკრებულო კი დღეს, 14 აგვისტოს მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით და მერაბ თოფჩიშვილს უფლებამოსილება შეუწყდება.

,,გუნდში არავითარი განხეთქილება არ არის და შესაბამისად ჩემი წასვლა ამას არ უკავშირდება. არც არჩევებში მონაწილეობას ვგეგმავ, კატეგორიულად გამოვრიცხავ რომ მარნეულის გამგებობის კანდიდატად დავაყენო ჩემი თავი. ახლა დროებით დასვენებას ვაპირებ. სამომავლო გეგმებზე მიჭირს ჯერ საუბარი. არ ის მაქვს გადაწყვეტილი სად გავაგრძელებ მუშაობას თუმცა მარნეულში არჩევნებში მონაწილეობას გამოვრიცხავ და ვერც პარტიაში არსებულ დაპირისპირებას დაგიდასტურებთ“- განაცხადა თოფჩიშვილმა.

მისივე ინფორმაციით გამგებლის მოვალეობას ახალი კანდიდატის დანიშვნამდე მისი პირველი მოადგილე ზაურ ტაბატაძე შეასრულებს.

banner
წინა სტატიაში„ჯემ ფესტზე“ დასაქმებულები ანაზღაურების მიღების მოთხოვნით აქციას მართავენ
შემდეგი სტატიალეონარდი დიკაპრიო ლეონარდო და ვინჩის განასახიერებს