მარნეულის 48-ე უბანზე არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს

a7ab164ead537f1a03b3a1bbbc712ad5მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე უბანზე განმეორებითი არჩევნების მიმდინარეობს. უბანი
პროცედურული დარღვევებით გაიხნა. ამის გამო პირველმა ამომრჩეველმა ხმა 15 წუთის დაგვიანებით მისცა.

უნდა აღინიშნოს, რომ დილიდან მოსახლეობის მაღალი აქტივობა შეინიშნება. თუმცა იმის გამო რომ უბანი მცირე ფართშია განთავსებული, ხოლო მედიისა და დამკვირვებლების დიდი ოდენობაა, ამომრჩეველს ხმის მიცემის პროცესში ხელი ეშლება, ამიტომაც უბანთან ხმის მიცემის მსურველთა რიგებია.

”ნაციონალური მოძრაობის” წევრები მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე დარღვევებზე საუბრობენ. როგორც დეპუტატმა კობა სუბელიანმა აღნიშნა, საარჩევნო უბანი დილიდან დარღვევებით გაიხსნა. კობა სუბელიანის თქმით, ოთახი, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, პატარაა და ამომრჩეველი თავისუფლად გადაადგილებას ვერ ახერხებს, რის გამოც ოთახში ხალხმრავლობაა.
რაც შეეხება კონკრეტულ დარღვევებს, როგორც კობა სუბელისნმა აღნიშნა, უკვე დაიწერა რამდენიმე საჩივარი და ასევე შეიმჩნევა კომისიის წევრებში კომპეტენციის ნაკლებობა.
როგორც სუბელიანმა აღნიშნა, მან იკითხა შესაძლებელი იყო თუ არა საარჩევნო უბნის სხვა უფრო ფართო ოთახში გადატანა, თუმცა ამ საკითხზე ჯერჯერობით არანაირი რეაგირება არ მომხდარა.
banner
წინა სტატიაშიგიორგი ხარჩილავა: “საფრთხობელების ომი”
შემდეგი სტატიასოფელ ჯიხაშკარში და განმუხურში განმეორებითი კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს