მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე – ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი საჩივარია დაწერილი

მარნეულის საარჩევნო ოლქში ყველა უბანზე ხმის მიცემის პროცედურა კანონის წესის დაცვით 8 საათზე დაიწყო, – ამის შესახებ მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კობა ასანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი საჩივარია დაწერილი.

„მარნეულის საარჩევნო ოლქში დარეგისტრირებულია 99 170 ამომრჩეველი. 90 საარჩევნო უბანია. 07:00 საათზე ყველა უბანი გახსნილი იყო კანონის ყველა წესის დაცვით. 08:00 საათზე კი ყველა უბანზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო.

პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამ დროისთვის ოლქში შემოიტანეს მხოლოდ ერთი საჩივარი. კონვერტები უფრო მეტი იყო უბანზე ვიდრე ბიულეტინი, თუმცა ეს კანონით დაშვებულია”, – განაცხადა კობა ასანიძემ.

banner
წინა სტატიაში,,მზად ვარ, გავასაჯაროვო ყველა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ჩემი სახლის ასაშენებლად დახარჯულ თითოეული თეთრის გამჭვირვალობას”
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე რუსთავში ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ხელის შეშლის ფაქტზე საუბრობს