მარნეულიდან ანაკლიის საკარანტინო ზონაში 9 პირი გადმოიყვანეს

ანაკლიის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის სულ 87 პირია მოთავსებული მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია -ამი შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განაცხადა. მისი თქმით, 9 პირი მარნეულიდანაა და ანაკლიის საკარნტინო ზონაში ოზურგეთიდან გადმოიყვანეს.

“კარანტინში მყოფ არცერთ პირს, მათ შორის, არც მარნეულში მცხოვრებლებს, ინფექციის ნიშნები არ აქვთ. მათ არ ჰქონიათ პირდაპირი კონტაქტი დაინფიცირებულ ქალთან, თუმცა არიან რისკზონიდან. რაც შეეხება საავადმყოფოებს, რეგიონში მხოლოდ ფოთში იყო საეჭვო შემთხვევა, თუმცა ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და მისი მკურნალობაც შესაბამისად გაგრძელდება,” – განაცხადა ნანა ოდიშარიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე სულ სამეგრელო-ზემო სვანეთში კარანტინში 160-მდე პირის მოთავსებაა შესაძლებელი, ზუგდიდისა და ფოთის საავადმყოფოებში კი, პაციენტების მისაღებად 40-მდე საწოლია მზად. თვითზოლაციაში 358 ადამიანია, 27 კი კარანტინშია გადაყვანილი. გარდა ანაკლიისა, მესტიის საკარანტინო ზონაში ორი ტურისტი რჩება.

banner
წინა სტატიაშიმარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვებზე კონტროლი გრძელდება
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანმა საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტებისთვის უსაფრთხოების წესები განმარტა