მარნეული-თბილისის გზაზე მსუბუქი ავტომობილი სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონ News ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევა სოფელ კოდის მონაკვეთზე მოხდა.
მათივე ცნობით, მანქანა მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.















