მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ გზაზე მოწყობილ გამშვებ პუნქტზე მოქალაქეს კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა

მარნეულისა და ბოლნისის დამაკავშირებელ გზაზე სპეციალურად მოწყობილ გამშვებ პუნქტზე შსს-ს თანამშრომლებმა და სამხედრო მოსამსახურეებმა ერთ მოქალაქეს კორონავირუსის სიმპტომები აღმოუჩინეს.

ის გადაიყვანეს ადგილზე მოწყობილ ლაზარეთში, სადაც ექიმებმა გასინჯეს. ამის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რომელმაც მოქალაქე „ჯეო ჰოსპიტალში“ გადაიყვანა.

აღნიშნულ მოქალაქეს აქვს მაღალი ტემპერატურა, ხველა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რის გამოც საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზება.

მოქალაქეს სავარაუდოდ დღესვე აუღებენ ტესტს და ლაბორატორიაში კვლევაზე გადააგზავნიან.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შსს-ს თანამშრომლებმა და თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მისი კონტაქტები უკვე დაადგინეს და მათაც გამოიკვლევენ.

banner
წინა სტატიაშიბაღდათის მუნიციპალიტეტში სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებს და საჯარო დაწესებულებებს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა
შემდეგი სტატიაწალენჯიხელმა ილო სონგულიამ გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფ თანამოქალაქეებს ერთჯერადი ფულადი დახმარება გაუწია