მარნეულელი 62 წლის ქალის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით მკვეთრად გაუმჯობესებულია კლინიკაში მოთავსებული მძიმე პაციენტების მდგომარეობაც, რომლებიც კორონავირუსით არიან ინფიცირებული, მათ შორის მარნეულელი 62 წლის ქალის და 80 წლის პაციენტის, რომელიც ასევე კრიტიკულად მძიმე კატეგორიას განეკუთვნებოდა.

“62 წლის ქალბატონს ჰქონდა უმართავი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა და დაგვიანებული ექიმთან მიმართვიანობა. პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, ფილტვის ვენტილაციაზე იმყოფება დამხმარე რეჟიმზე,”- განაცხადა ლევან რატიანმა

კლინიკის ხელმძღვანელის თქმით დამაკმაყოფილებელია ორსული ქალის მდგომარეობა, რაც შეეხება მათ კლინიკაში მოთავსებულ 5 ახალშობილს მათი მდგომარეობა დადებითია.

ლევან რატიანის განცხადებით კლინიკის თანამშრომლები ყაზარმულ მდგომარეობაზე არიან გადასულები და 14 დღიანი მუშაობის შემდეგ თანამშრომლების ერთი ნაწილი მეორემ ჩაანაცვლა. კლინიკის თანამშრომლებს სამუშაო დროის დასრულების შედეგ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ და არცერთ მათგანს ინფექცია არ დაუდასტურდა. რატიანის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში ექიმები ვირუსისგან თავის დაცვას შეძლებენ.

banner
წინა სტატიაშიისნის გამგეობა შვიდი სახლის გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე: ინფიცირებული ექთანი ემსახურებოდა ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს, რომელთანაც ფიზიკურად კონტაქტი იყო გაძნელებული