მარკო რუბიომ უარი განაცხადა ტრამპის ვიცე-პრეზიდენტი გახდეს

მარკო რუბიომ უარი განაცხადა ტრამპის ვიცე-პრეზიდენტი გახდეს

რფლორიდას სენატორმა მარკო რუბიონ განაცხადა, რომ არ აპირებს მილიარდელ დონალდ ტრამპს შეუერთდეს და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოლოს – Politico წერს.
“რესპუბლიკელმა ამომრჩევლებმა ტრამპი პარტიის შესაძლო კანდიდატად აირჩიეს, მაგრამ ჩემს მიერ ადრე გამოთქმული პრეტენზიები მისი კამპანიის მიმართ ისევ აქტუალურია” – განაცხადა სენატორმა და ტრამპს მოუწოდა, ისეთი ვინმე აიყვანოს, ვინც მის პოლიტიკას სრულებით იზიარებს, თვითონ კი სრულად სენატის სამუშაოებზე აპირებს კონცენტრირებას, რომ თავისი შტატის მცხოვრებლების ინტერესები დაიცვას.

ტრამპს რუბიოსთვის ოფიციალურად არ გაუგზავნია წინადადება ვიცე-პრეზიდენტობაზე, თუმცა აღნიშნა, რომ რესპუბლიკელს აიყვანს, რომელსაც პოლიტიკური გამოცდილება ექნება და ეს შესაძლებელია მისი ყოფილი ოპონენტებიდანაც კი იყოს.

banner
წინა სტატიაშიბინ ლადენის შვილმა ისლამისტებს სირიაში წასვლისა და ბრძოლისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიამოსამართლემ გაუპატიურებას “სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კულტურის ნაწილი” უწოდა