მარკო რუბიომ და სერგეი ლავროვმა ტელეფონით ისაუბრეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბრისას “უკრაინის კრიზისთან დაკავშირებული სიტუაცია“ – ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადებით, რუბიომ თანაგრძნობა გამოხატა ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში რკინიგზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა გამო. ამასთან, სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირისპირ მოლაპარაკებებზეც ისაუბრეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჯერ აღნიშნული დიალოგის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ცნობისთვის, რუსეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, ბრიანსკის ხიდი მაშინ ჩაინგრა, როდესაც მის ქვემოთ სამგზავრო მატარებელი გადიოდა. შემთხვევის შედეგად 69 ადამიანია დაშავებული. საერთაშორისო პრესამ უკვე დაწერა, რომ ხიდის ჩანგრევა უკრაინის უშიშროებამ დაგეგმა და მოაწყო.

banner
წინა სტატიაშისამშვიდობო მემორანდუმის კიევის ვარიანტი რუსეთს უკრაინულ და ინგლისურ ენებზე გაუგზავნეს
შემდეგი სტატიაზარალი არამხოლოდ 7 მილიარდი, არამედ ისიცაა, რომ რუსეთი TU-22-ებსა და TU-95-ებს ვერ აწარმოებს – თენგო გოგოტიშვილი