22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

მარკო რუბიო – უკრაინაში ომმა ხელი შეუშალა რუსეთისა და აშშ-ის შესაძლებლობას, სხვა საკითხებზე საერთო ენა მოეძებნათ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის  განცხადებით, ხვალ სერგეი ლავროვთან უკრაინაში ომის დასრულების საკითხს განიხილავს.

„ვფიქრობ, უკრაინაში ომმა მეტწილად ხელი შეუშალა რუსეთისა და აშშ-ის შესაძლებლობას, რომ სხვა საკითხებზე საერთო ენა მოეძებნათ. გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს. მიგვაჩნია, რომ ამ ომის დასრულება რუსეთისთვისაც კარგი იქნება. აშშ კვლავ მზად არის, რომ ამ ომის დასასრულებლად კონსტრუქციული როლი შეასრულოს“, – განაცხადა რუბიომ.

ასევე, რუბიოს თქმით, აშშ და რუსეთი მსოფლიოს უმსხვილესი ბირთვული სახელმწიფოები არიან და მათ შორის დიალოგი უნდა შენარჩუნდეს.

„ჩვენთვის კომუნიკაციის არქონა უპასუხისმგებლობა იქნებოდა. რუსეთის მთავრობასთან ურთიერთობები უნდა შევინარჩუნოთ, იმ სფეროების არსებობის მიუხედავად, სადაც ერთმანეთს არ ვეთანხმებით“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

banner
წინა სტატიაში“რუსეთის საწვავის ბაზარზე არსებული სირთულეები დროებითია”- პუტინი
შემდეგი სტატიამარნეულში მამაკაცმა ოჯახის წევრი დაჭრა