11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

მარკო რუბიო: “უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში დარჩენილი მთავარი საკითხი ტერიტორიას ეხება”

“უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში დარჩენილი მთავარი საკითხი ტერიტორიას ეხება”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

„ვიცი, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმის დასანახად, შეიძლება თუ არა ორივე მხარის პოზიციების შეთანხმება ამ საკითხზე. ეს არის ხიდი, რომელიც ჯერ ვერ გადავკვეთეთ. ჯერ კიდევ არსებობს უფსკრული, მაგრამ სულ მცირე, შევძელით საკითხების დაყვანა ერთ ცენტრალურ საკითხამდე და ეს, ალბათ, ძალიან რთული იქნება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს არის საკითხი, რომელზე მუშაობაც გრძელდება”,- განაცხადა რუბიომ.

მან ასევე, განაცხადა, რომ უკრაინისთვის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ზოგადი შეთანხმება არსებობს.

„უსაფრთხოების გარანტიებზე ბევრი საუბარია. ეს არის ის, რაზეც ამჟამად, უკრაინის შემთხვევაში, გვაქვს ზოგადი შეთანხმება. თუმცა, ეს უსაფრთხოების გარანტიები ძირითადად გულისხმობს მცირე რაოდენობით ევროპული ჯარისკაცების, ძირითადად საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის განლაგებას და შემდეგ აშშ-ის მიერ უზრუნველყოფილ დამცავ მექანიზმს. სინამდვილეში, უსაფრთხოების გარანტია აშშ-ის მიერ უზრუნველყოფილი დამცავი მექანიზმია”, – ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პრეზიდენტმა ქართველი სამხედრო ექიმი სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა
შემდეგი სტატია“ირანის შეიარაღებული ძალები სრულად მზად არიან, დაუყოვნებლივ და ძლიერად უპასუხონ ირანის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას” – აბას არაღჩი