მარკო რუბიო: უკრაინაში კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება.

„ფუნდამენტური გამოწვევა ჩვენს წინაშე უკრაინასთან დაკავშირებით ასეთია: რუსეთს სურს ის, რაც მას ახლა არ აქვს და რაზეც უფლება არ აქვს, ხოლო უკრაინას სურს ის, რისი დაბრუნებაც მას სამხედრო გზით არ შეუძლია. ეს არის გამოწვევის არსი“, – განაცხადა რუბიომ.

მარკო რუბიოს თქმით, სწორედ ამიტომ კონფლიქტს „სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს და უნდა დასრულდეს მოლაპარაკებების გზით“.

banner
წინა სტატიაშისუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაგან ერთი უკვე გათავისუფლდა
შემდეგი სტატიახაზარაძე: გერმანიის ელჩზე, პიტერ ფიშერზე განხორციელებული სიტყვიერი თავდასხმა, გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის სირცხვილია, ამავდროულად, არის დანაშაული და უსწრაფეს რეაგირებას მოითხოვს